23 ოქტომბერს საჩხერე ქალაქის დღესასწაულს აღნიშნავს
23 ოქტომბერს საჩხერეში სახალხო დღესასწაული "საჩხერლობა2026“ გაიმართება. ღონისძიების პროგრამა ასეთია:
13:00 საათი-იუსტიციის სახლის გახსნა (სოფელი ჭალა)
ქ. საჩხერე, თავისუფლების ქუჩა
14:00 საათი-მუხრან მაჭავარიანის ბიუსტის გვირგვინით შემკობა (მუხრან მაჭავარიანის სკვერი; მუხრან მაჭავარიანისა და თავისუფლების ქუჩის გადაკვეთა);
ლიტერატურული კომპოზიცია -„საჩხერე - პოეტების სავანე!..“-ახალგაზრდა დეკლამატორების მონაწილეობით.
14:30 საათიდან სადღესასწაულო კონცერტი ადგილობრივი შემოქმედებითი ანსამბლებისა და ინდივიდუალური შემსრულებლების მონაწილეობით; საბავშვო-გასართობი სივრცე-ატრაქციონები, ანიმატორები, ცოცხალი ქანდაკებები, მიმები, ოჩოფეხები, სახის მოხატვა,დრამერების შოუ; სამოყვარულო სპორტული თამაშობები-ნარდი, ჭადრაკი, მკლავჭიდი; სამოყვარულო სპორტულ თამაშებში გამარჯვებულთა დაჯილდოება. ლეგენდის გზა: სამგზის ოლიმპიური ჩემპიონის, ლაშა ტალახაძის ისტორიული გამარჯვებების ამსახველი გამოფენა.
წარმატებული საჩხერელი ნორჩი მოჭადრაკის, ილია ერაძის ერთდროული თამაშის სეანსი და მიღწევების გამოფენა - „ილიას სპორტული გზა“.
ეთნოგრაფიული და შემოქმედებითი კუთხეები, გამოფენები; თნოგრაფიული კუთხე-იმერული კულინარია; რეწვის ოსტატების, ფოტო გამოფენები, მუზეუმების გამოფენები; საჩხერის სამთო მომზადების სკოლის სამთო აღჭურვილობის სტენდისა და საშტატო შეიარაღების გამოფენა; ყვავილების გამოფენა-გაყიდვა.
სამეწარმეო მარკეტი-იმერული ღვინის გამოფენა-გაყიდვა; ადგილობრივი სოფლის ნობათის, კულინარიული ნაწარმის გამოფენა-გაყიდვა;
17:00 საათი-საპატიო მოქალაქეების დაჯილდოების ცერემონია;
18:00 საათი-დასკვნითი საზეიმო გალა კონცერტი, მონაწილეობენ: ნეკა სებისკვერაძე,ზუკა ხუციშვილი. ჯგუფი "გუფი-ლენდი".





