TOP-NEWS.GE / 23 ოქტომბერს საჩხერე ქალაქის დღესასწაულს აღნიშნავს

23 ოქტომბერს საჩხერე ქალაქის დღესასწაულს აღნიშნავს

23 ოქტომბერს საჩხერეში სახალხო დღესასწაული "საჩხერლობა2026“ გაიმართება. ღონისძიების პროგრამა ასეთია:

13:00 საათი-იუსტიციის სახლის გახსნა (სოფელი ჭალა)

ქ. საჩხერე, თავისუფლების ქუჩა
14:00 საათი-მუხრან მაჭავარიანის ბიუსტის გვირგვინით შემკობა  (მუხრან მაჭავარიანის სკვერი; მუხრან მაჭავარიანისა და თავისუფლების ქუჩის გადაკვეთა);

ლიტერატურული კომპოზიცია -„საჩხერე - პოეტების სავანე!..“-ახალგაზრდა დეკლამატორების მონაწილეობით.

14:30 საათიდან სადღესასწაულო კონცერტი ადგილობრივი შემოქმედებითი ანსამბლებისა და ინდივიდუალური შემსრულებლების მონაწილეობით; საბავშვო-გასართობი სივრცე-ატრაქციონები, ანიმატორები, ცოცხალი ქანდაკებები, მიმები, ოჩოფეხები, სახის მოხატვა,დრამერების შოუ; სამოყვარულო სპორტული თამაშობები-ნარდი, ჭადრაკი, მკლავჭიდი; სამოყვარულო სპორტულ თამაშებში გამარჯვებულთა დაჯილდოება. ლეგენდის გზა: სამგზის ოლიმპიური ჩემპიონის, ლაშა ტალახაძის ისტორიული გამარჯვებების ამსახველი გამოფენა.

წარმატებული საჩხერელი ნორჩი მოჭადრაკის, ილია ერაძის ერთდროული თამაშის სეანსი და მიღწევების გამოფენა - „ილიას სპორტული გზა“.

ეთნოგრაფიული და შემოქმედებითი კუთხეები, გამოფენები; თნოგრაფიული კუთხე-იმერული კულინარია; რეწვის ოსტატების, ფოტო გამოფენები, მუზეუმების გამოფენები; საჩხერის სამთო მომზადების სკოლის სამთო აღჭურვილობის სტენდისა და საშტატო შეიარაღების გამოფენა; ყვავილების გამოფენა-გაყიდვა. 

სამეწარმეო მარკეტი-იმერული ღვინის გამოფენა-გაყიდვა; ადგილობრივი სოფლის ნობათის, კულინარიული ნაწარმის გამოფენა-გაყიდვა;

17:00 საათი-საპატიო მოქალაქეების დაჯილდოების ცერემონია;

18:00 საათი-დასკვნითი საზეიმო გალა კონცერტი, მონაწილეობენ: ნეკა სებისკვერაძე,ზუკა ხუციშვილი.  ჯგუფი "გუფი-ლენდი".

დღეს, 13:26
უკან დაბრუნება