ზესტაფონში, სოფელ ჭალატყეში წმინდა გიორგის სახელობის მამათა მონასტრამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაცია დასრულდა. დასახლებაში 2 კმ-მდე მონაკვეთზე არმირებული ბეტონის საფარი მოეწყო.
წმინდა გიორგის სახელობის მამათა მონასტრამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაცია პირველად განხორციელდა. მონასტერი მე - 10, მე- 11 საუკუნეებით თარიღდება. რეაბილიტირებული გზით ტაძრამდე მისვლას როგორც საქარის, ასევე საზანოსა და ზოვრეთის მაცხოვრებლებიც შეძლებენ.
საუბნო გზების რეაბილიტაცია ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით განხორციელდა. მონასტრამდე მისასვლელი გზის მოსაწყობად 460 005 ლარი, ხოლო სამხარაძეების საუბნო გზის რეაბილიტაციაზე 54 960 ლარი დაიხარჯა.