რეკლამა

საჰაერო ვენეცია ჭიათურაში

საჰაერო ვენეცია ჭიათურაში

მსოფლიოს არც ერთ ქალაქში
 ისე არ არის დაქსელილი ზეცა
ბაგირგზებით, როგორც ჭიათურაში. ამიტომაც  შეარქვეს- ’საჰაერო ვენეცია“.

საბაგირო გზა ერთ-ერთი მთავარი ღირსშესანიშნაობაა ჭიათურაში. ის ჭიათურის მთა-გორიან რელიეფზე მე-20 საუკუნის 50-იანი წლებიდან გადაადგილების ერთ-ერთი ძირითადი საშუალება იყო.

ყოფილ საბჭოთა კავშირში  პირველი სამგზავრო საბაგირო გზა სწორედ ჭიათურაში აშენდა, გამოჩენილი ინჟინერ-კონსტრუქტორის, გიორგი ფანცულაიას მიერ.

90-იან წლებში არსებული საბაგირო ხაზები და გონდოლები ვეღარ აკმაყოფილებდა თანამედროვე მოთხოვნებს და ხანგრძლივი ექსპლუატაციის გამო საფრთხეს უქმნიდა მგზავრებს, ამიტომ სამგზავრო საბაგიროს მუშაობა 2016 წელს შეწყდა. 2021 წლიდან კი აშენდა ახალი საბაგიროები.

ახალი საბაგირო გზების საერთო სიგრძე 3428 მეტრია და მასზე თანამედროვე სტანდარტების 8 გონდოლა მოძრაობს და ქალაქის ცენტრს აკავშირებს ოთხ ყველაზე დიდ უბანთან.

მისი  არქიტექტურა სტილისტურად სრულად შეესაბამება ქალაქის იერსახეს, რომელიც შექმნილია თანამედროვე არქიტექტურული ტენდენციების გათვალისწინებით და ხაზს უსვამს ჭიათურის, როგორც საბაგირო გზების კერას საქართველოში, ასევე მის მომავალს, რომელიც წარმოუდგენელია საბაგირო გზების გარეშე. 

პარალელურად, მიმდინარეობს ძველი  საბაგირო გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები. პირველ ეტაპზე რეაბილიტაცია უტარდება ე.წ. 25_ის და მშვიდობის საბაგიროებს, რომლებსაც მინიჭებული აქვთ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი.


ტეგები:

Facebook - კომენტარები