TOPNEWS » მთავარი თემა » ვანის სოფლების მოსახლეობა მათი სოფლებისთვის პროექტებს არჩევს

ვანის სოფლების მოსახლეობა მათი სოფლებისთვის პროექტებს არჩევს

ვანის სოფლების მოსახლეობა მათი სოფლებისთვის პროექტებს არჩევს

ვანის მუნიციპალიტეტში "სოფლის მხარდაჭერის პროგრმის" ფარგლებში, მოსახლეობასთან შეხვედრები დაიწყო. ვანის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე გოგორიშვილი და მერის მოადგილე ვლადიმერ ხელაძე დღეს ყუმურის, ტობანიერის, მთისძირის და შუამთის ადმინისტრაციული ერთეულების და მათში შემავალი სოფლების მოსახლეობას შეხვდნენ.

მერმა დეტალურად გააცნო შეკრებილ მოსახლეობას  იმ პროექტების ჩამონათვალი, რომლებიც აღნიშნული პროგრამის ფარგლებში განხორციელდება. ადგილობრივი ხელისუფლების მხარდაჭერით, სოფლებში ეტაპობრივად გადაიჭრება ყველა ის საკითხი, რომელიც მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანია.

მოქალაქეებმა თავიანთ სოფლებში არსებული საჭიროებების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს მერს და მათთვის პრიორიტეტული პროექტები აირჩიეს.

შეხვედრის დროს გამოიკვეთა შემდეგი მოსაგვარებელი საკითხები: შიდა საუბნო გზების რეაბილიტაცია და ფეხბურთის მინი სტადიონების კეთილმოწყობა.

„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები დადგენილი გრაფიკით მიმდინარეობს და მუნიციპალიტეტის ყველა სოფელში გაიმართება.

საკვანძო სიტყვები:
რეიტინგი:

სხვა სიახლეები

კომენტარები (0)

კომენტარის დამატება

თქვენი მონაცემები უსაფრთხოდ იქნება! თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. ასევე, სხვა მონაცემები არ გადაეცემა მესამე მხარეებს.
image

menu
menu