TOPNEWS » მთავარი თემა » ქუთაისის აეროპორტის მეხანძრე-მაშველები თბილისში გადამზადებას გადიან

ქუთაისის აეროპორტის მეხანძრე-მაშველები თბილისში გადამზადებას გადიან

ქუთაისის აეროპორტის მეხანძრე-მაშველები თბილისში გადამზადებას გადიან

 ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის სახანძრო-სამაშველო სამსახურის 32 მეხანძრე-მაშველი თბილისში, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სასწავლო ბაზაზე ერთთვიან გადამზადებას გადის. 

სწავლება მოიცავს როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ ნაწილს. 30-საათიანი პროგრამის განმავლობაში, აეროპორტის მეხანძრე-მაშველებს უტარდებათ სპეციალური პრაქტიკული მომზადება, რომლის ფარგლებშიც მუშავდება ხანძრის ქრობის სხვადასხვა ტექნიკა, დაკვამლიანებიდან დაზარალებულის უსაფრთხოდ გამოყვანა და მაღალ ტემპერატურასთან ბრძოლა.

ქუთაისის აეროპორტის მეხანძრე-მაშველების გადამზადების პროცესს დღეს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორი ირაკლი ქარქაშაძე დაესწრო. 

სასწავლო პროგრამა მეხანძრე-მაშველებს საშუალებას მისცემს პრაქტიკული გამოცდილება მიიღონ და თავიანთი უნარები გაიუმჯობესონ.

საკვანძო სიტყვები:
რეიტინგი:

სხვა სიახლეები

კომენტარები (0)

კომენტარის დამატება

თქვენი მონაცემები უსაფრთხოდ იქნება! თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. ასევე, სხვა მონაცემები არ გადაეცემა მესამე მხარეებს.
image

menu
menu