ეკატერინე ტიკარაძე "საჩხერის სამედიცინო ცენტრის" დირექტორად დაინიშნა. ინფორმაცია bm.ge-ის ტიკარაძემ დაუდასტურა.
გამოცემის ცნობით, ის რჩება ასევე ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილედ უნივერსიტეტის სამედიცინო მიმართულებით და ხელმძღვანელობს ადრონული თერაპიის ცენტრის კლინიკურ ნაწილს, სასწავლო ჰოსპიტალისა და მედიცინის სკოლის პროექტებს, რომელიც უნივერსიტეტში ხორციელდება.
ცნობისთვის, 2019-2021 წლებში ეკატერინე ტიკარაძე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი იყო. მანამდე კი, 2015–2019 წლებში იკავებდა გენერალური დირექტორის პოზიციას „საჩხერის რაიონული საავადმყოფოს პოლიკლინიკურ გაერთიანებაში“. ხოლო, 2008-2013 წლებში კი შვეიცარიაში, მესამეულ ქვეყნებში ჰოსპიტალური და სადაზღვევო სექტორის განვითარების კონსულტანტად მუშაობდა.