TOPNEWS » მთავარი თემა » ვანის სოფელში ერთ-ერთ ქუჩას ილია მეორის სახელს მიანიჭებენ
ვანის სოფელში ერთ-ერთ ქუჩას ილია მეორის სახელს მიანიჭებენ
ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ დიხაშხოს ნომერ პირველ ქუჩას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის სახელი მიენიჭება.
როგორც ცნობილია, ინიციატივა ვანის საკრებულოს დეპუტატებს ეკუთვნით. ინიციტივას მხარს ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტი მეუფე ანტონი, ამავე სოფლის მოძღვარი მამა დანიელი და მოსახლეობა უჭერს.
"აღნიშნული გახლავთ პატივისცემისა და უსაზღვრო მადლიერების გამოხატულება ჩვენი სულიერი წინამძღვრის იმ მრავალწლიანი, ფასდაუდებელი ამაგისა და ღვაწლისადმი, რომელიც მან ერისა და ეკლესიის სამსახურში გასწია,"-ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.





