რეკლამა

ლეჩხუმში, 1 კილოგრამი ცოლიკაური 5 ლარი ღირს

ლეჩხუმში, 1 კილოგრამი ცოლიკაური 5 ლარი ღირს

ლეჩხუმში რთველი აქტიურ ფაზაშია.

ამ ეტაპზე, 12 ოქტომბრის დილის მონაცემებით სულ გადამუშავებულია 860,348 კილოგრამი ყურძენი. აქედან ცოლიკაური- 640, 261 კგ; ტვიშის ცოლიკაური- 68,876 კგ; უსახელოური- 92, 883კგ; ოჯალეში- 29, 328 კგ. მიმდინარე წელს საპროგნოზო მოსავალია ცოლიკაური- 750 ტონა; ოჯალეში- 100 ტონა; უსახელოური- 98 ტონა.

მოსავლის დაბინავების პროცესში 35-ზე მეტი კერძო კომპანიაა ჩართული.

"აღსანიშნავია, რომ წელს ლეჩხუმში რთველი ისევე, როგორც რაჭაში ადრიანად დაიწყო, მოსავალზე შენარჩუნდა გასული წლის ფასი და 1 კილოგრამ ცოლიკაურზე შეადგენს 5 ლარს. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ წელს ყურძნის ხარისხი გაცილებით მაღალია.

ხელისუფლების წარმომადგენლები ყოველდღიურ რეჟიმში ეცნობიან სხვადასხვა მიმღებ პუნქტზე ყურძნის შეუფერხებლად ჩაბარების პროცესს, აქტიურ კომუნიკაციაში არიან, როგორც ადგილობრივ მოსახლეობასთან ისე კერძო კომპანიებთან,"-აცხადებენ რაჭის გუბერნატორის ადმინისტრაციაში. 


ტეგები:

Facebook - კომენტარები