რეკლამა

ვანში საახალწლო ღონისძიებები გრძელდება

ვანში საახალწლო ღონისძიებები გრძელდება

ვანის მუნიციპალიტეტში საახალწლო ღონისძიებები გრძელდება. 

ლევან გერსამიას სახელობის კულტურის ცენტრში საახალწლო კონცერტი ჩატარდა. მსმენელის წინაშე წარსდგნენ და დაუვიწყარი შთაბეჭდილება შექმნეს ადგილობრივმა ცეკვისა და სიმღერის ჯგუფებმა. მონაწილეობდნენ: ჯგუფი „არგო“ , ვანის მუნიციპალიტეტში არსებული ქორეოგრაფიული ანსამბლები „ინსპირაცია“, „ახალი ერა“ და „იმედი“, სალოტბარო სკოლის აღსაზრდელები შალვა და პავლე რამიშვილების ხემძღვანელობით, გუჯი ძაგნიძე, ბარბარე კვირიკაძე, ბარბარე ბუბუტეიშვილი და ქრისტინე ხურციძე. საღამო მიჰყავდათ აბელ სოსელიას და ამირან შარაშენიძეს. 

  კონცერტს სტუმრებთან ერთად ესწრებოდნენ ვანის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე გოგორიშვილი და მერის მოადგილე ვლადიმერ ხელაძე. ღონისძიების დასასრულს მერმა მადლობა გადაუხადა  მონაწილეებს, ახალი წელი მიულოცა მათ  და შეკრებილ აუდიტორიას. ბედნიერი ახალი წელი უსურვა თითოეულ ვანელს და სრულიად საქართველოს.


ტეგები:

Facebook - კომენტარები