TOPNEWS » სპორტი » სამტრედიაში, ხელბურთში გამართულ საერთაშორისო ტურნირში კიშინიოვის გუნდმა გაიმარჯვა

სამტრედიაში, ხელბურთში გამართულ საერთაშორისო ტურნირში კიშინიოვის გუნდმა გაიმარჯვა

სამტრედიაში, ხელბურთში გამართულ საერთაშორისო ტურნირში კიშინიოვის გუნდმა გაიმარჯვა

სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერი დავით ბახტაძე, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან, საქართველოს ხელბურთის ფედერაციის ხელმძღვანელებთან და მოწვეულ სტუმრებთან ერთად, მუნიციპალიტეტის ცენტრალურ სტადიონზე გამართულ მილერი ქიშმარიასა და ვახტანგ ხელისუფალის ხსოვნისადმი მიძღვნილ საერთაშორისო ტურნირის ფინალს დაესწრო.

ფინალურ შეხვედრაში ერთმანეთს კიშინიოვის და სამტრედიის გუნდები დაუპირისპირდნენ. გამარჯვება კიშინიოვის გუნდმა მოიპოვა. მატჩის დასრულების შემდეგ დავით ბახტაძემ გამარჯვებულ და საპრიზო ადგილებზე გასულ გუნდებს მედლებით, სიგელებითა და ფულადი პრიზებით დააჯილდოვა.

ტურნირი სამტრედიის მუნიციპალიტეტის ორგანიზებით, 21-ედ ჩატარდა. მასში მონაწილეობა მიიღო 11 ქართულმა გუნდმა და ერთმა გუნდმა მოლდოვის დედაქალაქ კიშინიოვიდან.

საკვანძო სიტყვები:
რეიტინგი:

სხვა სიახლეები

კომენტარები (0)

კომენტარის დამატება

თქვენი მონაცემები უსაფრთხოდ იქნება! თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. ასევე, სხვა მონაცემები არ გადაეცემა მესამე მხარეებს.
image

menu
menu