ქუთაისელი მკლავჭიდელების მორიგი წარმატება მსოფლიო ჩემპიონატზე.
გამარჯვებული სპორტსმენები მერის მოადგილემ დავით ერემეიშვილმა მიიღო. შეხვედრას ა(ა)იპ სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანების მმართველი კობა ფხაკაძე, საკრებულოს კულტურის, განათლების, ახალგაზრდობის საქმეთა და სპორტის კომისიის თავმჯდომარე, ბექა ქებულაძე და ახალგაზრდობის საქმეთა და სპორტის განყოფილების ხელმძღვანელი ლანა სვანიძე დაესწრნენ.
მათ გამარჯვებულ სპორტსმენებს მიულოცეს, წარმატებები უსურვეს და მომავალ გეგმებზე ისაუბრეს.
რიგით 44 -ე მსოფლიო ჩემპიონატი მკლავჭიდში ყაზახეთის ქალაქ ალმა-ატაში ჩატარდა. ა(ა)იპ სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანების სპორტსმენების შედეგები ასეთია:
პარა მკლავჭიდელები: პირველი ადგილი- ვახტანგ ახობაძე, 60კგ, მარჯვენა მკლავი;
პირველი ადგილი-გიორგი სვინტრაძე -70 კგ, მარჯვენა მკლავი;
მეორე ადგილი- რევაზ თევდორაძე, 70 კგ , მარჯვენა მკლავი;
23 წლამდე ახალგაზრდები:
პირველი ადგილი- გიორგი ამბროლაძე- 75 კგ მარცხენა მკლავი;
პირველი ადგილი- ავთანდილ თუთბერიძე, 85 კგ, მარცხენა მკლავი, ასევე მეორე ადგილი მარჯვენა მკლავი (აღსანიშნავია, რომ სპორტსმენი მხოლოდ 18 წლისაა);
მეორე ადგილი- ნოდარ ბოჯგუა, 70კგ, მარცხენა მკლავი;
უფროსი ასაკი:
პირველი ადგილი- ავთანდილ თუთბერიძე, 85 კგ, მარცხენა მკლავი;
მეორე ადგილი- ირაკლი გამთენაძე, 90კგ, მარცხენა მკლავი;
მესამე ადგილი - ირაკლი გამთენაძე, 90კგ, მარჯვენა მკლავი.