TOPNEWS » მთავარი თემა » ქუთაისში საცხენოსნო ფესტივალი გაიმართა

ქუთაისში საცხენოსნო ფესტივალი გაიმართა

ქუთაისში საცხენოსნო ფესტივალი გაიმართა

ქუთაისმა საცხენოსნო ფესტივალს უმასპინძლა. მონაწილეები საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან ერთმანეთს დოღში, ცხენბურთში, მარულასა და ისინდიში შეეჯიბრნენ. 

ფესტივალს ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელი დავით ერემეიშვილი, მერის მოადგილე იუზა უგულავა,  ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

შეჯიბრი მუხნარის ტყე-პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე,  ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიისა და საქართველოს საცხენოსნო ხალხური თამაშობების განვითარების ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით შედგა.

გამოვლინდნენ გამარჯვებულები, რომელთაც შესაბამისი პრიზები გადაეცათ.

საკვანძო სიტყვები:
რეიტინგი:

სხვა სიახლეები

კომენტარები (0)

კომენტარის დამატება

თქვენი მონაცემები უსაფრთხოდ იქნება! თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. ასევე, სხვა მონაცემები არ გადაეცემა მესამე მხარეებს.
image

menu
menu