ქუთაისმა საცხენოსნო ფესტივალს უმასპინძლა. მონაწილეები საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან ერთმანეთს დოღში, ცხენბურთში, მარულასა და ისინდიში შეეჯიბრნენ.
ფესტივალს ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელი დავით ერემეიშვილი, მერის მოადგილე იუზა უგულავა, ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
შეჯიბრი მუხნარის ტყე-პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე, ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიისა და საქართველოს საცხენოსნო ხალხური თამაშობების განვითარების ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით შედგა.
გამოვლინდნენ გამარჯვებულები, რომელთაც შესაბამისი პრიზები გადაეცათ.