TOP-NEWS.GE / ექსპერტთა ჯგუფი ხარაგაულის ბაღებში ავტორიზაციის შემოწმებას იწყებს

ექსპერტთა ჯგუფი ხარაგაულის ბაღებში ავტორიზაციის შემოწმებას იწყებს

ექსპერტთა ჯგუფი ხარაგაულის ბაღებში ავტორიზაციის შემოწმებას იწყებს. 

​განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ბრძანებით, შექმნილია ექსპერტთა ოთხკაციანი ჯგუფი, რომელიც ა(ა)იპ ეთერ კიკნაძის სახელობის სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანების სამი საბავშვო ბაღის (საღანძილის, ნადაბურის და ვერტყვიჭალის) ავტორიზაციისთვის მზაობას შეაფასებს.

​ექსპერტები შემოწმებას 8 ოქტომბრიდან დაიწყებენ.

​პროცესის მთავარი მიზანია დაწესებულებებში ხარისხიანი და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა. ექსპერტები შეაფასებენ, რამდენად შეესაბამება ბაღები ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დადგენილ სტანდარტებს.

28-09-2025, 10:53
უკან დაბრუნება