TOPNEWS » მთავარი თემა » სოფელ ხანის ტყეში ხანძრის ჩაქრობას 3 ვერტმფრენი ცდილობს

სოფელ ხანის ტყეში ხანძრის ჩაქრობას 3 ვერტმფრენი ცდილობს

სოფელ ხანის ტყეში ხანძრის ჩაქრობას 3 ვერტმფრენი ცდილობს

ბაღდათში, სოფელ ხანის მიმდებარედ, შერეული ტყის ფერდობზე ხანძარია. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში სპეციალური ტექნიკითა და აღჭურვილობით მონაწილეობს 200-მდე მეხანძრე-მაშველი. ადგილზე მიმდინარეობს ცეცხლის ინტენსიური ქრობის პროცესი.

„საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცოცხალ ძალასა და სპეცტექნიკასთან ერთად, სამუშაოებში ჩართულია სასაზღვრო პოლიციის სამი ვერტმფრენიც.

ადგილზე მოეწყო საგანგებო შტაბი.

დასახლებულ ადგილებზე ცეცხლის გავრცელების საფრთხე არ არსებობს”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

საკვანძო სიტყვები:
რეიტინგი:

სხვა სიახლეები

კომენტარები (0)

კომენტარის დამატება

თქვენი მონაცემები უსაფრთხოდ იქნება! თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. ასევე, სხვა მონაცემები არ გადაეცემა მესამე მხარეებს.
image

menu
menu