TOPNEWS » დღის მთავარი ამბავი » სამტრედიის მაღალმთიან სოფელ ოფეთში გზა იგება

სამტრედიის მაღალმთიან სოფელ ოფეთში გზა იგება

სამტრედიის მაღალმთიან სოფელ ოფეთში გზა იგება

სამტრედიის მაღალმთიან სოფელ ოფეთში კაპიტალური გზა კეთდება. 

"მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ ყველაზე  მაღალმთიან ადმისტრაციულ ერთეულში, ოფეთის თემში 7კმ-იან მონაკვეთზე არმირებული ბეტონის გზის საფარი ეწყობა. 

ოფეთის ადმინისტრაციული ერთეულის გარდა, ასფალტის საფარი იგება, დიდი ჯიხაიშის და იანეთის ადმინისტრაციულ ერთეულებში. ჯუხაიშში მე-19 ქუჩაზე და იანეთში  8, 10, 13  ქუჩებზე,"-აცხადებენ სამტრედიის მერიაში. 

"ოფეთის ადმინისტრაციულ ერთეულთან დამაკავშირებელი გრუნტით დაფარული გზა წლებია ამორტიზებულია. ეს სოფელი იყო ერთადერთი მიმართულება სამტრედიის მუნიციპალოტეტში, სადაც საგზაო ინფრასტრუქტურა იყო მძიმე მდგომარეობაში. ამ პროექტის  განხორციელების შემდეგ,  ჩვენ ყველა ადმინიატაციულ ერთეულის ცენტრამდე მისასვლელი გზა გვექნება კეთილმოწყობილი. ადგილობრივების მდგომარეობას ეს პროექტი მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს. გაუადვილდებათ ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტის  რეალიზება და კომფორტული გადაადგილება,"-ამბობს სამტრედიის მერი დავით ბახტაძე. 

საკვანძო სიტყვები:
რეიტინგი:

სხვა სიახლეები

კომენტარები (0)

კომენტარის დამატება

თქვენი მონაცემები უსაფრთხოდ იქნება! თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. ასევე, სხვა მონაცემები არ გადაეცემა მესამე მხარეებს.
image

menu
menu