ცაგერის სოფელ ქულბაქში საცხოვრებელი სახლი დაიწვა.
დაზარალებული ვაჟა კოპალიანის ექვსსულიანი ოჯახი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოინახულეს. მათ ოჯახს მერიის მიერ შეძენილი პროდუქტი, ტანსაცმელი და საყოფაცხოვრებო ნივთები გადასცეს.
უსახლკაროდ დარჩენილი ექვსსულიანი ოჯახი, მათ შორის არასრულწლოვანი, ამჟამად მეზობლის სახლში ცხოვრობს.
"მუნიციპალიტეტი მზადაა ოჯახს აუნაზღაუროს საცხოვრებელი ბინის ქირა, ასევე, კანონის ფარგლებში დაეხმაროს შესაბამისი თანხით,"-აცხადებენ ცაგერის მერიაში.