TOPNEWS » მთავარი თემა » რთველი ლეჩხუმში-რა მდგომარეობაა მუნიციპალიტეტში?
რთველი ლეჩხუმში-რა მდგომარეობაა მუნიციპალიტეტში?
ლეჩხუმში რთველი გრძელდება. ყურძნის მოსავლის დაბინავების პროცესი აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. ცაგერის მუნიციპალიტეტის მერი ჭაბუკი ჭაბუკიანი, მერის პირველ მოადგილე რევაზ ახვლედიანთან, საკრებულოს თავმჯდომარე ვასილ საღინაძესა და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ონისე ჩაკვეტაძესთან ერთად, ცაგერის, ქვედა ცაგერის, ოყურეშის, ბარდნალისა და ლასურიაშის ყურძნის მიმღებ პუნქტებზე რთველის მიმდინარეობას გაეცნო.
ყურძნის მიმღები პუნქტები ფუნქციონირებს ასევე სოფელ ორბელსა და გაგულეჩშიც.
ამ დროის მონაცემებით, მთლიანად გადამუშავებულია 630 ტონა ცოლიკოური.
რთველის პროცესში, სახელმწიფო საწარმო „მოსავლის მართვის კომპანიასთან“ ერთად, ყურძნის ჩაბარებაში კერძო კომპანიებიც მონაწილეობენ.





