რეკლამა

"ქობულეთის რამდენიმე სოფელში ხალხი დაპანიკებულია. ვიღაც/რაღაც დადის ღამე სოფლებში, კარებზე აბრახუნებს, ქვებს ესვრის"

"ქობულეთის რამდენიმე სოფელში ხალხი დაპანიკებულია. ვიღაც/რაღაც დადის ღამე სოფლებში, კარებზე აბრახუნებს, ქვებს ესვრის"

ქობულეთის რამდენიმე სოფელში მოსახლეობა დახმარებას ითხოვს. 

"ქობულეთის რამდენიმე სოფელში ხალხი დაპანიკებულია. ვიღაც/რაღაც დადის ღამე სოფლებში, კარებზე აბრახუნებს, ქვებს ესვრის, რაღაცას ანათებს სახლებში. საშინელ არაადამიანურ ხმას გამოსცემს, ძალიან სწრაფია. ხალხი ცდილობს დაიჭიროს, მაგრამ ვერ იჭერენ და ეწევიან. თუ სადმე საჭმელი ნახა ყველაფერს ჭამს. 

ბოლო ინფორმაციით, ერთ-ერთ სახლში შესულა აივანზე, ყველაფერი დაულეწია, ბავშვსაც შეხვედრია შემთხვევით კიბეზეო და 3 დღეა ბავშვი ვერ ლაპარაკობს შიშისგანო. 

ადამიანის სულუეტიი აქვს და თვალები უნათებს. ეს ინფორმაციებია. რომელსაც ის ხალხი ლაპარაკობს, ვისაც თავს გადახდა. პოლიცია ვერაფერს აკეთებს.

თავიდან  მეც ხუმრობა მეგონა და არარეალურად ჟღერდა, თუმცა ძალიან ბევრმა ახლობელმა თქვა. 

თავიდან ითქვა, რომ ვიღაც ჯარისკაცი იყო გაქცეული, ფსიქოლოგიური დარღვევებით და წამლებზე დამოკიდებული, თუმცა შემდეგ ისეთი რაღაცეები ხდებოდა, რომ ადამიანის მოქმედებები გამორიცხეს და ის კაციც იპოვნესო როგოც დღეს გავიგე, ხალხს ჰგონია რეიკია.

რა შეიძლება იყოოს? ან როგორ უნდა გავიგოთ? ხალხი სერიოზულ პანიკაშია,"-ამბობს სალომე გულიაშვილი. 


ტეგები:

Facebook - კომენტარები