TOPNEWS » მთავარი თემა » ვანის მერი: 2025 წელი გამოირჩეოდა დადებითი შედეგებით, თუმცა ასევე იყო გამოწვევები, რომელთა დაძლევა თითოეული თქვენგანის გვერდში დგომით შევძელით

ვანის მერი: 2025 წელი გამოირჩეოდა დადებითი შედეგებით, თუმცა ასევე იყო გამოწვევები, რომელთა დაძლევა თითოეული თქვენგანის გვერდში დგომით შევძელით

ვანის მერი: 2025 წელი გამოირჩეოდა დადებითი შედეგებით, თუმცა ასევე იყო გამოწვევები, რომელთა დაძლევა თითოეული თქვენგანის გვერდში დგომით შევძელით

ვანის მერი ალექსანდრე გოგორიშვილი მოსახლეობას ახალ წელს ულოცავს.

“ძვირფასო ვანელებო!

მინდა სიყვარულითა და პატივისცემით მოგილოცოთ ახალი, 2026 წელი. მჯერა, ეს წელი იქნება კიდევ უფრო საინტერესო, მეტი კეთილდღეობის მომტანი და წარმატებებით სავსე.

2025 წელი გამოირჩეოდა დადებითი შედეგებით, თუმცა ასევე იყო გამოწვევები, რომელთა დაძლევა თითოეული თქვენგანის გვერდში დგომით შევძელით.

კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას მესამე ვადით ნდობის გამოცხადებისთვის. 

დიდია თქვენს წინაშე ჩემი პასუხისმგებლობა. დარწმუნებული ვარ, საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, ყველა პროექტი და პროგრამა წარმატებით განხორციელდება, რასაც თითოეული ოჯახი იგრძნობს.

მინდა ახალი წელი მივულოცო პედაგოგებს, სამედიცინო დარგის, კულტურის, სპორტის სფეროს წარმომადგენლებს, ჩვენს პოლიციელებს, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს, საჯარო მოსამსახურეებს, ემიგრანტებს, ვეტერანებსა და ხანდაზმულებს,ჩვენს ახალგაზრდებს.

  ვულოცავ სრულიად საქართველოს! მშვიდობას, ბედნიერებას და კეთილდღეობას გისურვებთ!  მრავალ ახალ წელს დაესწარით,”-ნათქვამია ვანის მერის მილოცვაში.

საკვანძო სიტყვები:
რეიტინგი:

სხვა სიახლეები

კომენტარები (0)

კომენტარის დამატება

თქვენი მონაცემები უსაფრთხოდ იქნება! თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. ასევე, სხვა მონაცემები არ გადაეცემა მესამე მხარეებს.
image

menu
menu