რეკლამა

რაჭის გუბერნატორი ეროვნულ გამოცდებზე მაღალი შედეგების მქონე აბიტურიენტს შეხვდა

რაჭის გუბერნატორი ეროვნულ გამოცდებზე მაღალი შედეგების მქონე აბიტურიენტს შეხვდა

12 აგვისტო "ახალგაზრდობის საერთაშორისო დღეა. 

აღნიშნულ დღესთან დაკავშირებით სახელმწიფო რწმუნებულმა პაპუნა მარგველიძემ, ერთიან ეროვნულ გამოცდებში, რეგიონის მასშტაბით, ყველაზე მაღალი შედეგის მქონე ახალგაზრდას- ელენე გველეთიანს ადმინისტრაციაში უმასპინძლა  და მიღწეული წარმატება პირადად მიულოცა

"ჩვენი რეგიონის მომავალ სტუდენტებს გილოცავთ ერთიან ეროვნულ გამოცდებში მიღებულ შედეგებს, სასიხარულოა, რომ რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარის კურსდამთავრებულები ყოველთვის გამოირჩევით მაღალი აკადემიური მოსწრებით, მინდა გისურვოთ, ცხოვრების ყველა ეტაპზე წარმატებები და წინსვლა. თქვენ ხართ ის თაობა, რომელიც ქვეყნის განვითარებისა და წინსვლის მყარ საფუძველს ქმნის. მჯერა, თითოეული თქვენგანი სასურველი პროფესიის დაუფლებით, მიღებულ განათლებასა და თქვენს შესაძლებლობებს ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობასა და წინსვლას მოახმართ,"-აღნიშნა სახელმწიფო რწმუნებულმა პაპუნა მარგველიძემ. 

ელენე ამბროლაურის მუნიციპალიტეტის  N2 საჯარო სკოლის კურსდამთავრებულია, არის მერის ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოს წევრი.  ასევე გახლავთ ლიტერატურული კონკურსების - “მწიგნობარი”-ს და “მოაზროვნე”-ს გამარჯვებული.


ტეგები:

Facebook - კომენტარები