ქუთაისის მერია 22 ადამიანს ასაქმებს.
ქალაქის საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატის, გიგა შუშანიას ინფორმაციით, 11 პირი ადგილობრივ ხელისუფლებას ხელშეკრულებით აყავს, ხოლო 11 მათგანი შტატით იმუშავებს.
გიგა შუშანიას თქმით, ადგილობრივი ხელისუფლება მოქალაქეებთან მუშაობის გაუმჯობესების მიზნით, ქოლ-ცენტრს ქმნის, სადაც 6 ადამიანი დასაქმდება.
ოპოზიცინერი დეპუტატი ამბობს, რომ საკითხი საკრებულოს სხდომის დღის წესრიგშია და მას 30 მაისს, საკრებულოს სხდომაზე განიხილავენ.