ბაღდათისა და აბასთუმნის დამაკავშირებელ გზაზე სამუშაოები გრძელდება

ქუთაისი(საღორია)-ბაღდათი-აბასთუმანი-ბენარას საავტომობილო გზის 16 კმ-იანი მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
აღნიშნული გზა ერთმანთთან აკავშირებს როგორც ქუთაისს, ბაღდათს, აბასთუმანსა და ბენარას, ისე მათ მიმდებარე სოფლებს. მათ შორის კურორტ საირმეს.
“დაზიანებული გზის აღსადგენად, ტარდება გზის სავალი ნაწილის რეაბილიტაცია, ასფალტის საფარის, ხელოვნური ნაგებობების მოწყობა და რეაბილიტაცია: რკინა-ბეტონის მილების, არხების და კედლების, ქვაცვენის საწინააღმდეგო ბადეებისა და ლითონის მოაჯირის, ბორდიურებისა და ტროტუარების მოწყობა; რეაბილიტაცია ჩაუტარდება მონაკვეთზე არსებულ 7 სახიდე გადასასვლელს.
პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან 26 839 371 ლარით ფინანსდება და მისი დასრულება წლის ბოლოსთვის იგეგემება,”-აცხადებენ საავტომობილო გზების დეპარტამენტში.