TOPNEWS » მთავარი თემა » ქუთაისში წიგნი “გაიცანით ჩემი ქალაქი” გამოიცემა

ქუთაისში წიგნი “გაიცანით ჩემი ქალაქი” გამოიცემა

ქუთაისში წიგნი “გაიცანით ჩემი ქალაქი” გამოიცემა

 ქუთაისის საგანმანათლებლო რესურსცენტრში ა(ა)იპ " ქ. ქუთაისის კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანების" ორგანიზებით  ჩატარებული  საქალაქო კონკურსის  „გაიცანით ჩემი ქალაქი“ გამარჯვებულების გამოვლენის ღონისძიება გაიმართა. კონკურსში ჩართული იყვნენ ქუთაისის საჯარო სკოლები.

ღონისძიებაზე სკოლებმა თავიანთი ნამუშევრები (ვებგვერდები) პრეზენტაციის სახით წარმოადგინეს, რის შემდეგაც სპეციალურმა კომისიამ  თითოეული ნამუშევარი წინასწარ განსაღვრული  კრიტერიუმების მიხედვით შეაფასა.

პროექტში ჩართული საჯარო სკოლების მოსწავლეები სამი თვის განმავლობაში იკვლევდნენ თავიანთი სკოლების მიმდებარე ქუჩებსა და ქალაქის ღირსშესანიშნაობებს, რის საფუძველზეც შექმნეს სპეციალური ვებგვერდები. კონკურსის  მიზანია მოსწავლეებში მხარეთმცოდნეობითი კვლევების წახალისება და ისტორიული ცოდნის გაღრმავება. 

ღონისძიებას დაესწრნენ და გამარჯვებულები დააჯილდოვეს ქუთაისის მერის მოადგილემ შალვა მშვილდაძემ,  ქუთაისის მუნიციპალიტეტის  საკრებულოს კულტურის, განათლების, ახალგაზრდობის საქმეთა და სპორტის კომისიის თავმჯდომარემ კობა ფხაკაძემ, ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრმა ბიქტორ გვეტაძემ, ქუთაისის რესურსცენტრის უფროსმა მაია ცქიტიშვილმა   და გაერთიანების მმართველმა ვაჟა ჯუღელმა.

კონკურსის შედეგები:

I ადგილი - # 40 საჯარო სკოლა
II ადგილი - # 8 საჯარო სკოლა
III ადგილი - # 3 საჯარო სკოლა

ჟიურის რჩეული: N6 N11 N19 N21 N24 N36 N22  საჯარო სკოლები

აღნიშნული პროექტი  ქუთაისში უკვე მეთორმეტე წელია იმართება სხვადასხვა თემატიკით (პროექტის ავტორი გაერთიანების განათლების განყოფილების უფროსი მაყვალა ქობულაძე). უახლოეს მომავალში გამოიცემა წიგნი “გაიცანით ჩემი ქალაქი“, სადაც დაიბეჭდება კონკურსანტების პროექტები.

საკვანძო სიტყვები:
რეიტინგი:

სხვა სიახლეები

კომენტარები (0)

კომენტარის დამატება

თქვენი მონაცემები უსაფრთხოდ იქნება! თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. ასევე, სხვა მონაცემები არ გადაეცემა მესამე მხარეებს.
image

menu
menu