რეკლამა

ვინ არიან ფეხბურთელები, რომლებიც "ტორპედო"-ს ღირსებას დაიცავენ?

ვინ არიან ფეხბურთელები, რომლებიც "ტორპედო"-ს ღირსებას დაიცავენ?

ქუთაისის საფეხბურთო კლუბმა "ტორპედო"-მ ახალი ფეხბურთელები მიიღო. კლუბს 25 წლის ბრაზილიელი შემტევი ნახევარმცველი ელიტონ ჟუნიორი დაემატა, რომელიც ფინეთის ვიცე-ჩემპიონ კუპსის 2023 წლის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. ის ასევე  ნომინირებული იყო ლიგის საუკეთესო ნახევარმცველის წოდებაზე. ელიტონ ჟუნიორი მიმდინარე წლის იანვრამდე შვედურ ვარბერგს ეკუთვნოდა, რომელშიც ის რედ ბულ ბრასილიდან (ბრაზილია) 2022 წლის იანვარში გადავიდა. კლუბსა და ფეხბურთელს შორის კონტრაქტი 1+1 სისტემით გაფორმდა. 

კლუბმა ასევე დაიმატა 28 წლის  გვინეა-ბისაუელი შემტევი ნახევარმცველი ჟორჟინიო, რომელიც მანჩესტერ სიტის აღზრდილია და ეროვნული ნაკრების მოქმედი ფეხბურთელია. 

"ნაკრების მაისურით გამართულ 25 მატჩში მის აქტივში 5 გოლია. მანამდე 5 მატჩი აქვს ჩატარებული პორტუგალიის 19-წლამდელთა ასაკობრივ ნაკრებში. კარიერის განმავლობაში მას ისეთ გუნდებში უთამაშია, როგორიცაა: სენტ-ეტიენი, ცსკა სოფია, ლუდოგორეცი და ვისლა, ხოლო ყაზახურ ორდაბასთან ერთად გასულ სეზონში ჩემპიონი გახდა. კლუბსა და ფეხბურთელს შორის კონტრაქტი 2+1 სისტემით გაფორმდა,"-აცხადებენ "ტორპედო"-ში. 

ცნობისთვის, ირაკლი ბუღრიძემ, თორნიკე ახვლედიანმა და დავიდ კეიკემ ტორპედო დატოვეს. როგორც კლუბში განმარტავენ, დავიდ კეიკეს იჯარა დაუსრულდა, რომლის გახანგრძლივებაც კლუბმა აღარ ისურვა. თორნიკე ახვლედიანთან ხელშეკრულება ურთიერთშეთანხმების საფუძველზე გაწყდა, ირაკლი ბუღრიძეს კი კლუბთან კონტრაქტი ამოეწურა.



ტეგები:

Facebook - კომენტარები