TOPNEWS » მთავარი თემა » ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორმა თანამდებობა დატოვა

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორმა თანამდებობა დატოვა

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორმა თანამდებობა დატოვა

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორმა დაკავებული თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ ხუბუა facebook-ის პირად გვერდზე წერს. 

“ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორის თანამდებობას ვტოვებ პირადი განცხადების საფუძველზე. უფრო მეტი დრო მინდა, დავუთმო ჩემს აკადემიურ და სამეცნიერო საქმიანობას. მაქვს რამდენიმე სამეცნიერო პროექტი, რომელზე მუშაობაც დაწყებული მქონდა და უფრო ინტენსიურად გავაგრძელებ მათზე მუშაობას.

ჩემთვის უდიდესი პატივი და, ამავდროულად, დიდი პასუხისმგებლობა იყო რექტორის თანამდებობიდან მემსახურა საქვეყნო მნიშვნელობის საქმისთვის, რასაც ახალგაზრდების განვითარებაზე და მათი ცოდნის გაღრმავებაზე ზრუნვა ჰქვია. 

წარმატებებს ვუსურვებ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს და მის თითოეულ თანამშრომელს მომავალ საქმიანობაში,”-წერს ხუბუა. 

საკვანძო სიტყვები:
რეიტინგი:

სხვა სიახლეები

კომენტარები (0)

კომენტარის დამატება

თქვენი მონაცემები უსაფრთხოდ იქნება! თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. ასევე, სხვა მონაცემები არ გადაეცემა მესამე მხარეებს.
image

menu
menu