TOPNEWS » მთავარი თემა » ცაგერის სოფელ ჩქუმის უხუცესს 94 წლის იუბილე მიულოცეს

ცაგერის სოფელ ჩქუმის უხუცესს 94 წლის იუბილე მიულოცეს

ცაგერის სოფელ ჩქუმის უხუცესს 94 წლის იუბილე მიულოცეს

ცაგერის მუნიციპალიტეტის მერმა ჭაბუკი ჭაბუკიანმა, პირველ მოადგილე რევაზ ახვლედიანთან ერთად, სოფელ ჩქუმში უხუცეს შოთა სვანიძეს დაბადების დღე მიულოცა.

შოთა სვანიძე 94 წლის გახდა და ჩქუმ-ქულბაქში უხუცესი ადამიანია. მან ექვსი შვილი გაზარდა და ოთხი თაობის შთამომავლობა ჰყავს.

ბატონი შოთა წლების მანძილზე სოფელ ჩქუმში ეწეოდა სამეურნეო საქმიანობას, იგი დიდი ავტორიტეტით სარგებლობს თავის სოფელში.

იუბილარს მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებმა საჩუქრები გადასცეს და ახალი წლის დადგომა მიულოცეს.

მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებთან ერთად შოთა სვანიძეს დაბადების დღე მიულოცეს საკრებულოს მაჟორიტარმა დეპუტატმა ბესარიონ ჩანქსელიანმა და მერის რწმუნებულმა ნუგზარ მამარდაშვილმა.

საკვანძო სიტყვები:
რეიტინგი:

სხვა სიახლეები

კომენტარები (0)

კომენტარის დამატება

თქვენი მონაცემები უსაფრთხოდ იქნება! თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. ასევე, სხვა მონაცემები არ გადაეცემა მესამე მხარეებს.
image

menu
menu