TOPNEWS » მთავარი თემა » ქუთაისი ნიჩბოსნობის მასშტაბურ ტურნირს უმასპინძლებს

ქუთაისი ნიჩბოსნობის მასშტაბურ ტურნირს უმასპინძლებს

ქუთაისი ნიჩბოსნობის მასშტაბურ ტურნირს უმასპინძლებს

ქუთაისის ვიცე-მერი დავით ერემეიშვილი და ა(ა)იპ " სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანების"  მმართველი კობა ფხაკაძე საქართველოს ნიჩბოსნობის ფედერაციის პრეზიდენტს ზაზა ნადირაძესა და ნიჩბოსნობის სკოლის დირექტორს ზურაბ დათუაშვილს შეხვდნენ.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა,  ქუთაისის ნიჩბოსნობის სკოლას ფედერაციისგან საჭირო ინვენტარი გადაეცემა. გარდა ამისა, როგორც დღეს გახდა ცნობილი, ქალაქი უახლოეს მომავალში ნიჩბოსნობის მასშტაბურ ტურნირს უმასპინძლებს. 

 გასულ წელს ქუთაისის ნიჩბოსნობის სკოლის საწვრთნელ ბაზას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა და ის მზადაა მაღალი დონის საერთაშორისო ტურნირების ჩასატარებლად.

საკვანძო სიტყვები:
რეიტინგი:

სხვა სიახლეები

კომენტარები (0)

კომენტარის დამატება

თქვენი მონაცემები უსაფრთხოდ იქნება! თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. ასევე, სხვა მონაცემები არ გადაეცემა მესამე მხარეებს.
image

menu
menu