რეკლამა

“2024 წელს, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში უპრეცედენტო რაოდენობის - 320 ათას ტონამდე ყურძენი გადამუშავდა”

“2024 წელს, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში უპრეცედენტო რაოდენობის - 320 ათას ტონამდე ყურძენი გადამუშავდა”

2024 წელს, რთველის ფარგლებში გადამუშავდა დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში უპრეცედენტო რაოდენობის - 320 ათას ტონამდე ყურძენი, რაც დაახლოებით 45%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.

მიმდინარე წლის მოსავალი, რაოდენობასთან ერთად, გამოირჩეოდა მაღალი ხარისხით. ღვინის კერძო სექტორი ორიენტირებული იყო ხარისხიანი ყურძნის შეძენაზე და შესაბამისად, მიმდინარე წლის მოსავლის ღვინოებიც იქნება გამორჩეული, მრავალფეროვანი და ხარისხიანი.

“დღეის მდგომარეობით, ქვეყნის მასშტაბით მოსავალი  სრულად დაბინავებულია. ყურძენი ღვინის საწარმოებს 21 300-მდე მევენახე ფერმერმა ჩააბარა.

მევენახეობის მთავარ რეგიონებში, კახეთსა და რაჭა-ლეჩხუმში  გადამუშავდა 291 ათას ტონამდე ყურძენი. ყურძნის  რეალიზაციით მიღებულმა შემოსავალმა 390 მილიონ ლარს მიაღწია.

ძირითადი ინდუსტრიული ჯიშებიდან, გადამუშავებულია:

☑️რქაწითელი - 136 ათასი ტონა

☑️საფერავი - 130 ათასი ტონა

☑️კახური მწვანე - 5,9 ათასი ტონა

☑️ალექსადრეულ/მუჯურეთული, რაჭა - 1618 ტონა

☑️ცოლიკაური, ცაგერი  - 753 ტონა.

დანარჩენი სხვა ჯიშების ყურძენია,”-აცხადებენ ღვინის ეროვნულ სააგენტოში.


ტეგები:

Facebook - კომენტარები