"კოალიცია ცვლილებებისთვის" ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას განცხადებით, 26 ოქტომბრის არჩევნებში მათი კოალიციის გამარჯვების
შემთხვევაში, "საქართველოს რკინიგზა" სამტრედიაში გადმოვა.
როგორც მელიამ აღნიშნა, აღნიშნული ცვლილება სამტრედიაში სამუშაო ადგილების შექმნას და მუნიციპალიტეტში ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს.
"კოალიცია ცვლილებისთვის" ლიდერებმა ვანში, ხონსა და სამტრედიაში ოფისები გახსნეს. ისინი ადგილობრივებსაც ესაუბრნენ, რომლებმა ოპოზიციას რეგიონში არსებული პრობლემები გააცნეს და მათი გეგმებიც მოისმინეს.