რეკლამა

ამბროლაურში 200 აღსაზრდელზე გათვლილი საბავშვო ბაღის სამშენებლო სამუშაოები აქტიურ რეჟიმში ხორციელდება

ამბროლაურში 200 აღსაზრდელზე გათვლილი საბავშვო ბაღის სამშენებლო სამუშაოები აქტიურ რეჟიმში ხორციელდება

 ამბროლაურში 200 აღსაზრდელზე გათვლილი საბავშვო ბაღის სამშენებლო სამუშაოები აქტიურ რეჟიმში ხორციელდება. 

პროექტის ფარგლებში, საბავშვო ბაღი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად შენდება, ეწყობა ბაღის შიდა და გარე სივრცეები, რეკრეაციული ზონები, კომუნიკაციები და სველი წერტილები. იგი სრულად იქნება ადაპტირებული განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირთათვის.

სამშენებლო სამუშაოები მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით ხორციელდება და მისი სახელშეკრულებო ღირებულება 4 200 000 ლარს შეადგენს. სამუშაოები 2023 წლის ივნისის თვეში დაიწყო და პროექტის სრული სახით დასრულება, მიმდინარე წლის, ოქტომბრის ბოლოს იგეგმება.

ამ ეტაპისთვის მიმდინარეობს ინტერიერის ლესვის სამუშაოები, ელექტროობა და გათბობის სისტემები დამონტაჟებულია, პარალელურ რეჟიმში ხორციელდება კანალიზაციის გაყვანილობის მონტაჟი.


ტეგები:

Facebook - კომენტარები