ქუთაისში თვითმმართველი ქალაქების თემატური ჯგუფის პირველი შეხვედრა გაიმართა

ქუთაისში თვითმმართველი ქალაქების თემატური ჯგუფის პირველი შეხვედრა გაიმართა

საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის ინიციატივით დაფუძნებული, თვითმმართველი ქალაქების თემატური ჯგუფის პირველი შეხვედრა ქუთაისის მუნიციპალიტეტში გაიმართა, რომელიც ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა და ათეა-ს აღმასრულებელმა დირექტორმა ნინო რუხაძემ  გახსნეს.

შეხვედრას თვითმმართველი ქალაქების მერები, საქართველოს პარლამენტისა და თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრები, ათეა-ს ხელმძღვანელები, ასევე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა,  შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და  საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის წარმომადგენლები დაესწრნენ. 

სესიები დეცენტრალიზაციის საკითხებზე, მათ შორის, დელეგირებული უფლებამოსილებების შესრულების პროცესში საკანონმდებლო ბაზის სრულყოფასთან დაკავშირებულ მიღწევებსა და არსებულ საჭიროებებზე დისკუსიებს დაეთმო. დეცენტრალიზაციის შემდგომი ნაბიჯების განხილვისას მუნიციპალიტეტების პირველმა პირებმა საკუთარი ხედვები, წინადადებები და ინიციატივები წარადგინეს.

,,საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის ინიციატივით დაფუძნებულ თვითმმართველი ქალაქების თემატური ჯგუფის პირველ შეხვედრას ვუმასპინძლეთ. გაიმართა სხვადასხვა სესია, რომელთაც თვითმმართველი ქალაქების მერები, საქართველოს პარლამენტისა და თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრები, ათეა-ს ხელმძღვანელები, ასევე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა,  შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და  საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის წარმომადგენლები დაესწრნენ. მოეწყო საქმიანი დისკუსია დეცენტრალიზაციის საკითხებზე, განვიხილეთ დელეგირებული უფლებამოსილებების შესრულების პროცესში საკანონმდებლო ბაზის სრულყოფასთან დაკავშირებული მიღწევები და არსებული საჭიროებები. დაიგეგმა მომავალი თანამშრომლობა,"- განაცხადა ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა.


ტეგები:

Facebook - კომენტარები