რეკლამა

უნდა აიკრძალოს თუ არა ლგბტ პროპაგანდა?-ქუთაისში სახალხო განხილვა გაიმართა

უნდა აიკრძალოს თუ არა ლგბტ პროპაგანდა?-ქუთაისში სახალხო განხილვა გაიმართა

„საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციურ კანონპროექტებთან დაკავშირებით საყოველთაო-სახალხო განხილვა ქუთაისში შედგა.

ცვლილებებთან დაკავშირებით მოსახლეობას ინფორმაცია მიაწოდეს პარლამენტის თავმჯდომარემ და დეპუტატებმა. 

ღონისძიებას იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე, მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელი პირები და დაინტერესებული მოქალაქეები ესწრებოდნენ.

საკონსტიტუციო ცვლილებების თანახმად, საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლს ემატება შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი: „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვა უზრუნველყოფილია საქართველოს კონსტიტუციური კანონით, რომელიც საქართველოს კონსტიტუციის განუყოფელი ნაწილია“. 

ქალისა და მამაკაცის კავშირზე დაფუძნებული ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის საუკეთესო ინტერესების დაცვის მექანიზმების გაძლიერების მიზნით, კონსტიტუციური კანონის პროექტით ქორწინებასთან, არასრულწლოვანის შვილად აყვანასა და მინდობით აღზრდასთან, ადამიანის სქესის შესაცვლელად სამედიცინო ჩარევის განხორციელებასთან, ოფიციალურ დოკუმენტში სქესის მითითებასთან, სქესობრივი ნიშნით განსაზღვრული ცნებების გამოყენებასთან, შეკრებასა და ინფორმაციის გავრცელებასთან დაკავშირებული სხვადასხვა საკითხი განისაზღვრება.

საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისია, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ხელმძღვანელობს, კონსტიტუციურ კანონპროექტებთან დაკავშირებით, 22-27 აპრილს, ქუთაისის, ამბროლაურის, ოზურგეთის, ბათუმის, ზუგდიდის და მესტიის მოსახლეობასთან შეხვედრებს გამართავს.


ტეგები:

Facebook - კომენტარები