TOPNEWS » მთავარი თემა » ქუთაისში ცნობილი ქირურგის, ომარ ღიბრაძის მემორიალური დაფა გაიხსნა

ქუთაისში ცნობილი ქირურგის, ომარ ღიბრაძის მემორიალური დაფა გაიხსნა

ქუთაისში ცნობილი ქირურგის, ომარ ღიბრაძის მემორიალური დაფა გაიხსნა

ქუთაისში ცნობილი ქირურგის, ომარ ღიბრაძის მემორიალური დაფა გაიხსნა. მედიკოსის გარდაცვალებიდან ერთი წლის თავზე დაფა მისმა კოლეგებმა გახსნეს.

"ღვაწლმოსილი ექიმის- ომარ ღიბრაძის  გარდაცვალებიდან ერთი წელი გავიდა. მის პატივსაცემად დღეს ქუთაისში,  მემორიალური დაფა გაიხსნა. გავიხსენეთ მედიკოსი, რომელიც  თავის პროფესიას,  ქალაქს და ქვეყანას დააკლდა. ომარ ღიბრაძემ მრავალი წლის მანძილზე, არაერთი ურთულესი ქურურგიული ჩარევით იხსნა პაციენტების  სიცოცხლე, განსაკუთრებული პასუხისმგებლობით და  პროფესიონალიზმით  სიცოცხლის  გამარჯვების სადარაჯოზე იდგა.

 ომარ ღიბრაძე  გახლდათ ქუთაისის რეფერალური ჰოსპიტალის ონკოქირურგიის სამსახურის ხელმძღვანელი, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის ემერიტუსი პროფესორი, პედაგოგი, ქუთაისის საპატიო მოქალაქე, ბრწყინვალების ორდენის კავალერი, ქირურგთა მრავალი თაობის აღმზრდელი.

 პროფესიით ექიმი ვარ და  ჩემი 38 წლიანი გამოცდილება ამ მიმართულებით პაციენტების ჯანმრთელობაზე ზრუნვას, ზუსტ დიაგნოზს და სიცოცხლეზე  გამარჯვების სურვილს  უკავშირდება. შესაბამისად, ჩემთვის როგორც ექიმისთვის გამორჩეულად საამაყოა, იმის გახსენება რომ ქალაქს ჰყავდა  ძლიერი და  პროფესიონალი ექიმი- ომარ ღიბრაძე,"-ამბობს ქუთაისის დელეგატი ზაზა ლომინაძე. 

საკვანძო სიტყვები:
რეიტინგი:

სხვა სიახლეები

კომენტარები (0)

კომენტარის დამატება

თქვენი მონაცემები უსაფრთხოდ იქნება! თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. ასევე, სხვა მონაცემები არ გადაეცემა მესამე მხარეებს.
image

menu
menu