TOPNEWS » მთავარი თემა » ონის მოსახლეობას ახალი ავტობუსები მოემსახურება-რა ეღირება მგზავრობა?

ონის მოსახლეობას ახალი ავტობუსები მოემსახურება-რა ეღირება მგზავრობა?

ონის მოსახლეობას ახალი ავტობუსები მოემსახურება-რა ეღირება მგზავრობა?

ქალაქ ონის მოსახლეობას დღეიდან თანამედროვე ტიპის, სრულიად ახალი საზოგადოებრივი ტრანსპორტი მოემსახურება.
" მოსახლეობის საჭიროების გათვალისწინებით, ქალაქის ტერიტორიაზე ავტობუსი სატესტო რეჟიმში იმოძრავებს, რაც გულისხმობს, მოსახლეობასთან შეთანხმებით და მათი აზრის გათვალისწინებით, ავტობუსის გადაადგილების საბოლოო მარშრუტის და გაჩერებების დადგენას, ასევე შესაძლებელია მოძრაობის დროების და გრაფიკის ცვლილება.
მგზავრებს შესაძლებლობა ექნებათ, მინიმალურ ფასად - 50 თეთრად, კომფორტულად გადაადგილდნენ ქალაქის სხვადასხვა მიმართულებით, შეღავათით ისარგებლებენ 17 წლამდე ასაკის პირები, მათთვის გადაადგილება იქნება უფასო.
 ონში საზოგადოებრივი ტრასპორტის მიმოსვლა, რომელიც ხორციელდება M3 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებით, 26 მგზავრზეა გათვლილი და ტრანსპორტირებას ახდენს დღეში 6-ჯერ (ყოველდღიურად).
ავტობუსი იმოძრავებს (საორიენტაციოდ):
08.15-დან 10:00-მდე;
13.00-დან 14.50-მდე;
16:00 დან 18:30 მდე;
შემდეგი მარშუტით:
დემეტრე II მოედანი (სადგური) ა. წერეთლის ქუჩა, მოედნის ქუჩა, სოფელ კომანდლის გადასახვევი, გ.სააკაძის ქუჩა, ი.ჭავჭავაძის ქუჩა, ნ. ბარათაშვილის ქუჩა, ქაფიანიძის ქუჩა, აღმაშენებლის მოედანი, ვახტანგ VI-ის ქუჩა, სოფელი ღარი (მაღაზიასთან), სოფელ ლაგვანთის გადასახვევი,"-ნათქვამია ონის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
საკვანძო სიტყვები:
რეიტინგი:

სხვა სიახლეები

კომენტარები (0)

კომენტარის დამატება

თქვენი მონაცემები უსაფრთხოდ იქნება! თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. ასევე, სხვა მონაცემები არ გადაეცემა მესამე მხარეებს.
image

menu
menu