რეკლამა

ჭიათურაში, "მშვიდობის" საბაგირო გზაზე რეაბილიტაციის პროცესი დასასრულს უახლოვდება

ჭიათურაში, "მშვიდობის" საბაგირო გზაზე რეაბილიტაციის პროცესი დასასრულს უახლოვდება

ჭიათურა-ზედა რგანის (ე.წ. მშვიდობის საბაგირო) და ჭიათურა-პერევისის (ე.წ. 25-ის საბაგირო) მიმართულებით სამგზავრო საბაგიროს რეაბილიტაციის პროცესი აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. 

ჭიათურის მუნიციპალიტეტის  მერმა გივი მოდებაძემ და ტრანსპორტის სამსახურის უფროსმა ზურაბ ცარციძემ საინიციატივო ჯგუფის -"ერთად ჭიათურისთვის“ წევრებთან ერთად საბაგიროების სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერეს. ე.წ. მშვიდობის საბაგირო გზაზე  სამშენებლო პროცესი დასასრულს უახლოვდება. დასრულებული სამგზავრო ვაგონების მონტაჟი სატესტო რეჟიმში მუშაობს.

"ამ ეტაპზე ცენტრალური სადგურის აღდგენა-განახლების პროცესი ხორციელდება, პარალელურ რეჟიმში პერევისის მიმართულებით დაწყებულია შუა საყრდენი კონსტრუქციების მოწყობა. 

ჭიათურის მერმა საინიციატივო ჯგუფის წევრებს სამგზავრო საბაგიროების სამშენებლო პროცესი კონტრაქტორი კომპანიის წარმომადგენლებმთან ერთად გააცნო. დეტალურად ისაუბრეს პროექტის მიხედვით ჩატარებულ და სამომავლოდ განსახორცილებელ სამუშაოებზე. საბაგირო გზის როგორც ცენტრალური, ასევე პერევისისა და ზედა რგანის დასახლებებში არსებული სადგურები ავთენტურობას შეინარჩუნებს. განახლდება ტექნიკური ნაწილი, გონდოლები, მანქანა დანადგარები და ბაგირები.  პროექტი ცენტრალური ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 4 600 000 ლარს შეადგენს,"-აცხადებენ ჭიათურის მერიაში.


ტეგები:

Facebook - კომენტარები