ზესტაფონის 12 სოფელში საუბნო გზების მოწყობა დაიწყება. მუნიციპალიტეტის მერია იმ სოფლების ჩამონათვალს აქვეყნებს, რომელთაც აღნიშნული ცვლილება შეეხება.
სოფელ ქველეთუბნის გზის რეაბილიტაცია;
ქვედა საქარაში ბოჭოიძეების გზის რეაბილიტაცია;
ტყლაპივაკეში საცერაძეების უბნის გზის რეაბილიტაცია;
მეორე სვირში კამლაძე - ჯუღელების საუბნო გზის ჩამონა;
პატარა განთიადის გზის რეაბილიტაცია;
ძირულაში, თეთროულის გზის რეაბილიტაცია;
ვაშპარიანში ებანოიძეების საუბნო გზის რეაბილიტაცია;
ვაჭევის გზის რეაბილიტაცია;
სოფელ კლდეეთში, დუგლაძეების საუბნო გზის რეაბილიტაცია;
შიმშილაქედის გზის რეაბილიტაცია;
ზოვრეთში, სხილაძეები- ცხადაძეები - შერგელაშვილების გზის რეაბილიტაცია;
როდინაულში, ხუციშვილების უბნიდან ეკლესიამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაცია.