21 სექტემბერს ვანის მუნიციპალიტეტში ტრადიციული სახალხო დღესასწაული "ვანელობა" გაიმართება, რომელიც დატვირთული იქნება მრავალფეროვანი კულტურული აქტივობებით:
11:00 სთ-ზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ ჩატარდება სხვადასხვა სახის ღონისძიება აქტივობა;
12:00-18:00 სთ. ვანის მუნიციპალიტეტის მერიის მიმდებარე ტერიტორიაზე მოეწყობა საბავშვო სივრცეები: ასფალტზე ხატვა, უფასო გასართობი ატრაქციონები (ბატუტები, კარუსელები, მანქანები) და ფოტოგადაღება ანიმაციის გმირებთან;
14:00-სთ. მოეწყობა ადგილობრივი რეწვის ოსტატთა ნამუშევრების გამოფენა- გაყიდვა, იმერული ტაბლა, შემოდგომის კუთხე;
14:00-სთ. ა(ა)იპ "ვანის ტურიზმის ცენტრი"-ს მიერ წარმოდგენილი იქნება ადგილობრივი ღვინისა და შემოდგომის ნობათის გამოფენა/დეგუსტაცია; ვანის კრაფტ-ფესტი;
18:00 -სთ. ვანის საპატიო მოქალაქეების დაჯილდოების ცერემონია;
18:30 სთ. სადღესასწაულო კონცერტი: შემსრულებლები: მაგდა ნიკოლეიშვილი, ძმები რამიშვილები, რეზი თავაძე. გუჯი ძაგნიძე.
19:00 სთ. ჯგუფი ,,არგო“
19:20-სთ. ჯგუფი,,ურსა’’,
გრანდიოზული ფოიერვერკი.
ღონისძიებას დაასრულებს ელექტრონული მუსიკის კონცერტი - DJ "ZAPA".