„ვანელობის“ სახალხო დღესასწაულის ფარგლებში, "საპატიო ვანელის" დაჯილდოება გაიმართა. ვანის მუნიციპალიტეტის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის და სხვადასხვა დარგში, მშობლიური ქალაქის სახელის წარმოჩენისთვის ვანის მუნიციპალიტეტის მერმა, ალექსანდრე გოგორიშვილმა 9 მოქალაქეს "საპატიო ვანელის" წოდება მიანიჭა და ჯილდოები გადასცა.
"საპატიო ვანელები" არიან:
• გივი ჭიჭინაძე
• ნაზი ვაშაყმაძე
• კახაბერ თოდუა
• აზა სართანია
• გოჩა ბაკურაძე
• გური მენაბდიშვილი
• ივანე თვალავაძე
• ირაკლი გოგორიშვილი
• ბეჟან ხურციძე (გარდაცვალების შემდეგ).