რეკლამა

წყალტუბოში მთავარ ნაძვის ხეს 23 დეკემბერს აანთებენ

წყალტუბოში მთავარ ნაძვის ხეს 23 დეკემბერს აანთებენ

წყალტუბოში მთავარი ნაძვის ხე უკვე დაიდგა.  დასრულდა საახალწლო განათებების მონტაჟიც.

23 დეკემბერს დაგეგმილია ქალაქის მთავარი ნაძვის  ხის ანთების ცერემონია და კონცერტი.   

 24 დეკემბერს საკონცერტო დარბაზ ,,ივერიის’’ წინ გაიხსნება საახალწლო, ჯადოსნური ქალაქი, სადაც პატარებს თოვლის ბაბუა და ზღაპრების გმირები უმასპინძლებენ, გაიმართება კონცერტები და მოეწყობა გამოფენები.

საახალწლო ღონისძიებები 19 დეკემბრიდან დაიწყება და 7 იანვარს დასრულდება.

მუნიციპალიტეტის მერის ინიციატივით, ნაძვის ხეები განათავსეს გოგებაშვილის, 9 აპრილის, კეცხოველის, თამარ მეფის, თბილისის, ჭავჭავაძისა და აფხაზეთის ქუჩაზე, სადაც, ასევე, ჩატარდება საახალწლო ღონისძიებები, რომლებსაც ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს პირველი პირები და წარმომადგენლები დაესწრებიან.

ცნობილია, რომ 16 დეკემბერს ნაძვის ხეებს აანთებენ თამარ მეფისა და აფხაზეთის ქუჩებზე.


ტეგები:

Facebook - კომენტარები