TOPNEWS » მთავარი თემა » “წყალტუბოში მცხოვრები ოჯახების დახმარებისა და გაძლიერების მიზნით, 2023-2025 წლებში 17 სახლი აშენდა”

“წყალტუბოში მცხოვრები ოჯახების დახმარებისა და გაძლიერების მიზნით, 2023-2025 წლებში 17 სახლი აშენდა”

“წყალტუბოში მცხოვრები ოჯახების დახმარებისა და გაძლიერების მიზნით, 2023-2025 წლებში 17 სახლი აშენდა”

წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, სოციალურად დაუცველი ოჯახების დახმარებისა და გაძლიერების პროგრამის ფარგლებში, ახალი საცხოვრებელი სახლი კიდევ ერთ ოჯახს გადაეცა.

მუნიციპალიტეტის მერმა გენადი ბალანჩივაძემ, მოადგილე  გია კვასტიანთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, სოფელ ქვილიშორში მცხოვრებ გულერი ჯანელიძეს ახალ საცხოვრებელ სახლში გადასვლა მიულოცა.

მერმა პროგრამის მნიშვნელობასა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. 

“წყალტუბოში მცხოვრები ოჯახების დახმარებისა და გაძლიერების მიზნით, 2023-2025 წლებში 17 სახლი აშენდა. სოციალურად დაუცველი ოჯახების დახმარებისა და გაძლიერების პროგრამის ფარგლებში ადგილობრივი ბიუჯეტიდან ნახევარ მილიონ ლარზე მეტია გამოყოფილი. მომავალ წელს დაგეგმილი გვაქვს კიდევ 5 ახალი საცხოვრებელი სახლის მშენებლობა,“- განაცხადა გენადი ბალანჩივაძემ.

მიმდინარე წელს, სოციალური პროგრამის ფარგლებში, 28 ოჯახს ავეჯი და საყოფაცხოვრებო ტექნიკა გადაეცა.

საკვანძო სიტყვები:
რეიტინგი:

სხვა სიახლეები

კომენტარები (0)

კომენტარის დამატება

თქვენი მონაცემები უსაფრთხოდ იქნება! თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. ასევე, სხვა მონაცემები არ გადაეცემა მესამე მხარეებს.
image

menu
menu