TOPNEWS » მთავარი თემა » უამინდობის გამო, რიონი-ქუთაისი-რიონის ელექტრომატარებელი გაუქმდა

უამინდობის გამო, რიონი-ქუთაისი-რიონის ელექტრომატარებელი გაუქმდა

უამინდობის გამო,  რიონი-ქუთაისი-რიონის  ელექტრომატარებელი გაუქმდა

დიდთოვლობის გამო, მატარებლების მიმოსვლა კვლავ შეფერხებულია. “საქართველოს რკინიგზის” განცხადებით, რეისები 24 თებერვალსაც უქმდება. 

“ძვირფასო მგზავრებო!

გურიაში არსებული უამინდობის და   დიდი თოვლის გამო, უქმდება მატარებლების რამდენიმე რეისი, კერძოდ:

24 თებერვალი - ოზურგეთი-თბილისი
24 თებერვალი - ბათუმი-ოზურგეთი 
24 თებერვალი - რიონი-ქუთაისი-რიონი
შეგახსენებთ, რომ ქუთაისში მიმავალი მგზავრები, ოზურგეთის მიმართულებით მოძრავი მატარებლით რიონის სადგურამდე მგზავრობენ. ხოლო რიონის სადგურიდან ქუთაისი 1-ის სადგურამდე მგზავრობენ საგარეუბნო ელექტრომატარებლებით, რომელთა გრაფიკი მორგებულია თბილისი-ოზურგეთი-თბილისის მატარებლის განრიგს. 

შესაბამისად, 24 თებერვალს  ოზურგეთი -თბილისის სამგზავრო რეისის გაუქმების შედეგად, უქმდება რიონი-ქუთაისი-რიონის  ელექტრომატარებელიც.

“საქართველოს რკინიგზა” ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო.მგზავრებს ბილეთის საფასური სრულად აუნაზღაურდებათ,”-აცხადებენ “საქართველოს რკინიგზა”-ში. 

საკვანძო სიტყვები:
რეიტინგი:

სხვა სიახლეები

კომენტარები (0)

კომენტარის დამატება

თქვენი მონაცემები უსაფრთხოდ იქნება! თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. ასევე, სხვა მონაცემები არ გადაეცემა მესამე მხარეებს.
image

menu
menu