DMO იმერეთმა ამერიკის შეერთებული შტატებიდან ტუროპერატორებსა და „Forbes Magazine”-ის ჟურნალისტს უმასპინძლა.
რასელ ადამ მორგანშტერნი (Forbes Magazine), ვერა პირსონი (Tour Director/Veriko Trqavel), კატარჟინა ტრესტკა (Altour), ლორენ პინილისი (Frosch Travel), დორის კონტრერასი (DC Luxury Travel GTC), ტერესა ანა ბილი (Teresa Beall Expeditions), დეიზი ელიზაბეტ აველარი (Soto Travel), სლავიკა დასკალოვიჩი (Sky Bird Travel & Tours), ალეხანდრო გარიდო (Aviajar Trours & Travel).
"სტუმრები ეზიარნენ ოქრომრავალი კოლხეთის საგანძურს, ქართულ ფოლკლორს, რეგიონის ბუნებრივ და მატერიალურ სიმდიდრეს; მოიარეს გამაჯანსაღებელი კურორტები, გამორჩეული მარნები, მეღვინეობები, გასტრო-სახლები, კონცეპტუალური კაფე-რესტორნები.
იყო მოულოდნელი ემოციები, დიდი შთაბეჭდილებები, იმერული სუფრით და სტუმარმასპინძლობით გამთბარი ურთიერთობები, ცეკვაც, სიმღერაც და რაც მთავარია მომავალი საქმიანი ურთიერთობების ჩანასახი.
ინფო-ტური, DMO იმერეთის ჩართულობით ჯერ კიდევ იანვარში დაიგეგმა ნიუ-იორკში ღვინის გამოფენაზე Vinexpo Amerika 2024,"-აცხადებენ იმერეთის დანიშნულების მართვის ორგანიზაციაში.