რეკლამა

ვანის საკრებულოს წევრს სასამართლომ 3 000-ლარიანი გირაო შეუფარდა

ვანის საკრებულოს წევრს სასამართლომ 3 000-ლარიანი გირაო შეუფარდა

ვანის საკრებულოს წევრს „ევროპული საქართველო“-დან ქუთაისის საქალაქო სასამართლომ 3 000 ლარიანი გირაო და გირაოს თანხის გადახდამდე პატიმრობა შეუფარდა. კობა ძაგნიძეს გამოძიება არასრულწლოვნის მიმართ იძულებას ედავება. საუბარია იმაზე, რომ ძაგნიძემ 16 წლის გოგონა გზიდან საკუთარ ავტომობილში ჩაისვა, მას ტელეფონის ნომერი, სოციალურ ქსელებში დამეგობრება და სამომავლოდ კომუნიკაცია მოსთხოვა. ამავე მასალების მიხედვით, გოგონამ ძაგნიძეს ავტომობილის გაჩერება მოსთხოვა და ავტომობილიდან გადმოსულმა დახმარებისთვის პოლიციას მიმართა.

ბრალდებული, რომელიც სხდომას ესწრებოდა, ბრალთან დაკავშირებით დუმილის უფლებას იყენებდა. პროკურორი მისთვის 5 000 ლარიანი გირაოს შეფარდებას და პატიმრობას ითხოვდა, დაცვის მხარე კი თვლიდა, რომ კობა ძაგნიძე აღკვეთის ღონისძიების შეფარდების გარეშე უნდა დაეტოვებინათ. 

საბოლოოდ, მოსამართლემ კობა ძაგნიძეს 3 000 ლარიანი გირაო შეუფარდა. მას ასევე აეკრძალა დაზარალებულ არასრულწლოვანთან კომუნიკაცია. 



ტეგები:

Facebook - კომენტარები