TOPNEWS » მთავარი თემა » ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა ქუთაისელ მოკრივეს სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს
ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა ქუთაისელ მოკრივეს სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს
ქუთაისის მერის პირველი მოადგილე გიორგი ცხაკაია და საკრებულოს კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა კომისიის თავმჯდომარე კობა ფხაკაძე აკაკი კაკაურიძის სახელობის N18 კრივის სპორტულ სკოლაში იმყოფებოდნენ.
ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა ქუთაისელ მოკრივეს საბა კერძევაძეს (მწვრთნელი გიორგი ქოჩიშვილი) 15 წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის პრიზიორობა მიულოცეს და სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს.
საქართველოს 15-წლამდე მოკრივეთა ნაკრებმა მონტენეგროში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე 9 მედალი მოიპოვა.

















