ქუთაისის საკრებულოს სხდომა პოლიტიკური განცხადებებით დაიწყო ოპოზიციამ.
"ნაციონალური მოძრაობის" წევრები აცხადებდნენ, რომ ლგბტ პროპაგანდის აკრძალვითა და გამჭვირვალობის კანონის მიღებით ხელისუფლებას ქვეყანა რუსეთისკენ მიყავდა. ოპოზიციამ ასევე ქუთაისში ჩატარებული საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვა გააპროტესტა.
ოპოზიციონერ დეპუტატებს უმრავლესობიდან საკრებულოს ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ მარეხ ნიჟარაძემ უპასუხა. ნიჟარაძემ
ოპოზიციონერ კოლეგებს საჯარო მოხელეების ბულინგის შეწყვეტისკენ მოუწოდა. მარეხ ნიჟარაძის თქმით, ოპოზიციონერ დეპუტატებს დავალება აქვთ, რომ მხოლოდ იყვირონ და თემის შინააარსზე ყურადღება არ გაამახვილონ.
პროტესტის ნიშნად, ოპოზიციამ საკრებულოს სხდომა დატოვა.