რეკლამა

"ტორპედოს" დიდი ამბიციები აქვს, რაც ძალიან მომეწონა"

"ტორპედოს" დიდი ამბიციები აქვს, რაც ძალიან მომეწონა"

პარი სენ-ჟერმენის, ლივერპულის, კრისტალ პალასისა და მონპელიეს შემდეგ, მამადუ სახოს კარიერაში მორიგი კლუბი ქუთაისის ტორპედოა. 

34 წლის ფეხბურთელი თბილისში 12 ივნისს ჩამოვიდა და სამედიცინო შემოწმებას გაიარა. 

"მამადუ სახოსა და ქუთაისის ტორპედოს შორის მოლაპარაკებები დაახლოებით 2 თვეს გაგრძელდა და მხარეებმა მისი ტრანსფერის ყველა დეტალი შეათანხმეს. ფეხბურთელი ქუთაისის ტორპედოს არამხოლოდ ტიტულების მოგებაში დაეხმარება, არამედ იგი ერთგვარი ელჩი იქნება საერთაშორისო საფეხბურთო თანამეგობრობასთან. მამადუ სახო აქტიურ მონაწილეობას მიიღებს როგორც კლუბის ეკონომიკური პროექტების განხორციელებაში, ისე მრავალმხრივ საზოგადოებრივ და საქველმოქმედო აქტივობებში. იგი ასევე კლუბის მენეჯერ სტივ კინთან ერთად, ჩაერთვება ქუთაისის ტორპედოს აკადემიის განვითარებაში, იქნება ახალგაზრდა ფეხბურთელების მენტორი და მათი პროფესიონალებად ჩამოყალიბების გარანტი,"-აცხადებენ "ტორპედო"-ში. 

"კლუბის პრეზიდენტთან, გენერალურ დირექტორთან და მთავარ მწვრთნელთან საუბრის შემდეგ მივხვდი, რომ ტორპედოს დიდი ამბიციები აქვს, რაც ძალიან მომეწონა. 

ფეხბურთის მეშვეობით ახალი ქვეყნისა და კულტურის გაცნობის შესაძლებლობა გაქვს. ჩემთვის საქართველოში ჩამოსვლა ახალი გამოწვევაა და გახარებული ვარ. ვფიქრობ, რომ ეს საინტერესო იქნება, რადგან საკმაოდ ამბიციურ კლუბში მოვედი. გადაწყვეტილების მიღებისას მთავარი ფაქტორი სწორედ ეს იყო. 

კარიერის განმავლობაში მოედანზე ყოველთვის 100%-ით ვიხარჯებოდი. ასე იქნება ახლაც. გულშემატკივარს მოვუწოდებ ჩვენს საგულშემატკივროდ მოვიდნენ, რადგან მათი ბედნიერებისთვის ყველაფერს გავაკეთებთ,"-ამბობს მამადუ სახო. 


ტეგები:

Facebook - კომენტარები