სამი შვილის დედა ამბროლაურიდან, რომელიც სამ ტყუპს ელოდება
რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა პაპუნა მარგველიძემ მრავალშვილიან დედას - ლონდა ქალდანს დედის დღე მიულოცა.
სამი შვილის დედა, ლონდა ქალდანი ამბროლაურის მუნიციპალიტეტში ცხოვრობს და ამჟამად სამ ტყუპს ელოდება. მისი მეუღლე, მამა გიორგი (ქემოკლიძე) 2026 წლის 22 თებერვალს, ნიკორწმინდელმა ეპისკოპოსმა ვახტანგმა (ლიპარტელიანი) ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ურავის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვრად აკურთხა.
პაპუნა მარგველიძემ ოჯახს მშვიდობა, სიმტკიცე და ბედნიერება უსურვა, ხაზი გაუსვა მრავალშვილიანი, ქრისტიანი ოჯახების მნიშვნელობას ქვეყნის სწორი განვითარების პროცესში და ოჯახს მხარდაჭერა აღუთქვა.
‘’მრავალშვილიანი, ძლიერი ქრისტიანული ოჯახები ჩვენი ქვეყნის სიძლიერეა. მინდა, ყველა დედას მივულოცო 3 მარტი, ვუსურვო შვილების დღეგრძელობა, ბედნიერება, ენერგია, მათი დაუღალავი ამაგისა და იმედების გამართლება. ღმერთმა გვიმრავლოს მრავალშვილიანი ოჯახები ჩვენს მხარესა და საქართველოში!’’-განაცხადა პაპუნა მარგველიძემ.





