TOPNEWS » მთავარი თემა » ქუთაისში კალიგრაფიის კონკურსში გამარჯვებულები დააჯილდოვეს

ქუთაისში კალიგრაფიის კონკურსში გამარჯვებულები დააჯილდოვეს

ქუთაისში კალიგრაფიის კონკურსში გამარჯვებულები დააჯილდოვეს

ქუთაისის მერის მოადგილემ შალვა მშვილდაძემ კალიგრაფიის საქალაქო კონკურსის გამარჯვებულები და მონაწილეები დააჯილდოვა. 
ღონისძიება ქუთაისის ნ. ბერძენიშვილის სახელობის  სახელმწიფო ისტორიულ მუზეუმში გაიმართა და დედაენის დღეს  მიეძღვნა.

კალიგრაფიის კონკურსი ქუთაისის მერიის ფინანსური მხარდაჭერით მე-12 წელია ტარდება. წელს სხვადასხვა საკონკურსო კატეგორიაში  200-მდე კონკურსანტი მონაწილეობდა - ქუთაისის საჯარო და კერძო სკოლების VIII-XII კლასის მოსწავლეები;  პედაგოგები სხვადასხვა სასწავლო დაწესებულებიდან; სხვადასხვა ასაკისა და პროფესიის დაინტერესებული პირები.

კონკურსის შედეგად სამივე კატეგორიაში გამოვლინდნენ  I,  II , III ადგილის მფლობელები და ჟიურის რჩეულები. გამარჯვებულებს შესაბამისი სერტიფიკატები გადაეცათ.

საკვანძო სიტყვები:
რეიტინგი:

სხვა სიახლეები

კომენტარები (0)

კომენტარის დამატება

თქვენი მონაცემები უსაფრთხოდ იქნება! თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. ასევე, სხვა მონაცემები არ გადაეცემა მესამე მხარეებს.
image

menu
menu